ძლიერი წვიმის გამო, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ძლიერი წვიმის გამო, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ძლიერი წვიმის გამო, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში – დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.