შსს პოლიციელის პროფესიულ დღესა და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს
შსს პოლიციელის პროფესიულ დღესა და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 31 მაისს პოლიციელის პროფესიულ დღესა და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.

საზეიმო ღონისძიება  17:00 საათზე ლისის ტბაზე გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეციალურ ტექნიკასა და აღჭურვილობას წარადგენს.

ღონისძიება კონცერტით დასრულდება.