შსს - ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე ამჟამად მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, მათ ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნან 
შსს - ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე ამჟამად მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, მათ ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნან 

ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა და შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.