შსს „აუდიტორია 115“ -ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს დაკავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „აუდიტორია 115“ -ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს დაკავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ხუთი წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
„აქციის მონაწილეებმა ი. ჭავჭავაძის გამზირიდან შ.რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს. პოლიციამ მათ მოუწოდა, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი: 1992 წელს დაბადებული ც. ც., 1991. წელს დაბადებული კ. გ., 1993 წელს დაბადებული გ. ჟ ს. 1995წელს დაბადებული ვ. ჩ და 1993 წელს დაბადებული კ. ა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
„აუდიტორია 115“ -ის წევრებმა „სოლიდარობა ტყიბულს” ამ სლოგანით, ექვსი დაღუპული მეშახტის პატივსაცემად უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს.