შსს - 31 დეკემბერს, 22:00 საათიდან თბილისში, რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, 22:00 საათიდან თბილისში, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართზე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიისკენ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჭანტურიას ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით.
მოძრაობა, ასევე, აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის ყველა მკვეთ ქუჩაზე.
შსს-ს ცნობით, ავტომანქანების მოძრაობა კონცერტის დასრულებისთანავე აღდგება.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას.