შსს - ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა გვიან ღამით მოხდა.