შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტების კანდიდატებს შეხვედრაზე იწვევს, რათა კანდიდატებმა შშმ ქალებს პირადად გაუზიარონ თავიანთი ხედვები ქალთა საკითხებზე შემუშავებულ პროგრამებში.
„ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით მრავლობითი ფორმით დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხის ქვეშ, ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უხილავნი ვართ, როგორც შშმ პირთა თემში, ასევე ტიპიური განვითარების მქონე ქალთა ჯგუფებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოებაში ჩვენს თანასწორუფლებიან თანაცხოვრებას”, -ნათქვამია შშმ ქალთა მიმართვაში.
შშმ პირებმა პრეზიდენტობის კანდიდატები ადაპტირებულ გარემოში, ნაძალადევის მედიათეკაში მიიწვიეს. შეხვედრა 13 ოქტომბერს 13:00 საათზე დაინიშნა.