შშმ პირებისთვის სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე რეგულაციები მკაცრდება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შშმ პირებისთვის სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე რეგულაციები მკაცრდება. კანონპროექტში შეტანილი ცვლილება ჯარიმების ოდენობის ზრდასაც ითვალისწინებს.
თუკი კომპანია სტანდარტებს დაარღვევს და შენობა არ იქნება შშმ პირებზე ადაპტირებული სანქცია ამჟამად 300-დან 500 ლარამდეა. ცვლილების თანახმად კი, ჯარიმა 500-დან 30000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, იცვლება ზედამხედველი ორგანო. იცავს თუ არა კომპანია სტანდარტს, ამას მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.
საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.