შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით ქუთაისში მდინარე რიონზე ჯომარდობა გაიმართა.
მასში მონაწილეობა 10-მა პირმა მიიღო. ღონისძიება ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოწყალების“ ორგანიზებით ღონისძიება ქუთაისში უკვე მეორე წელია იმართება.
„მიხარია, რომ უკვე მეორე წელია მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში და მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ერთი ლამაზი დღე ბუნებაში გაგვეტარებინა“, – განაცხადა ღონისძიების მონაწილემ, ნინო ჯანაშიამ.