ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება. სარალიძის განმარტებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, შს მინისტრ გიორგი გახარიას უნდა შეხვდეს.
უწყებაში ადასტურებენ, რომ შეხვედრა შედგება, თუმცა ვინ დაესწრება ამ შეხვედრას, ჯერჯერობით არ საუბრობენ.
შს სამინისტროში შესვლამდე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განმარტა, რომ მათ მთავარ მოთხოვნად კვლავ მ.კ.-ს პასუხისგებაში მიცემა რჩება.