შს სამინისტროს იაპონიის მთავრობა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს გადასცემს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს იაპონიის მთავრობა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს გადასცემს.
როგორც პირველ არხს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახსნიან.
ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება 10:30 საათზე თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზაზე გაიმართება.