შს მინისტრის მოადგილე - 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება.
როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა დაცულობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.
„ღონისძიება გაიმართება, აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და ამაზე წინასწარ შევხვდით, მოლაპარაკებები გავმართეთ”, – დასძინა მეზვრიშვილმა.
17 მაისს თბილისში რამდენიმე ღონისძიება და აქცია იგეგმება.