შს მინისტრი - სპეცოპერაციაზე ბევრი ვერსია შეიძლება გავრცელდეს, დაველოდოთ გამოძიებას
შს მინისტრი - სპეცოპერაციაზე ბევრი ვერსია შეიძლება გავრცელდეს, დაველოდოთ გამოძიებას

შს მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოკლულ პირს, ტერორიზმში ბრალდებულს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული იარაღი ჰქონდა. ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

„პირველად მესმის. ასეთი ვერსია შეიძლება ბევრი გავრცელდეს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თემა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, კითხვის ნიშანი ბევრია, ყველაფერს თავისი დოზა აქვს. ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს კითხვას გაეცა პასუხი, ახლა გამოძიება არის ძალზე აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

შს მინისტრის თქმით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.