შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა დეკემბერში 175 ლარი შეადგინა
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა, გასული წლის დეკემბერში, 175 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან საარსებო მინიმუმი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე სექტემბერში იყო – 170 ლარი და 20 თეთრი. ამ მონაცემთან შედარებით, დეკემბერში საარსებო მინიმუმი 4 ლარითა და 80 თეთრით არის გაზრდილი. ამასთან, გასული წლის ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი 173.8 ლარი იყო, ხოლო ნოემბერში 174.3 ლარი.
რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, საქსტატის ინფორმაციით, დეკემბერში ამ მაჩვენებელმა 293.6 ლარი შეადგინა. ერთსულიანი ოჯახის შემთხვევაში – 155.0 ლარი, ორსულიანი ოჯახი – 248.0 ლარი, სამსულიანი ოჯახი – 279.0 ლარი, ოთხსულიანი ოჯახი – 310.0 ლარი, ხუთსულიანი ოჯახი – 348.8 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 412.3 ლარი.