შრომის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კახეთში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს 
შრომის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კახეთში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს 

საქართველოს პარლამენტი შრომის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კახეთში სამუშაო შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, შრომის კანონმდებლობის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებები ითვალისწინებს ახალი უფლებრივი სტანდარტის შემოტანას, დასაქმებულთა უფლებების გაზრდას საწარმო მმართველობაში და შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაძლიერებას.

შეხვედრას აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებიან.

საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 2019 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.