საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 40-დან 100 ინსპექტორამდე გაიზარდა, ამის მიზეზად სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა სახელდება.
„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 40-დან 100 ინსპექტორამდე გაიზარდა. ინსპექტორების რაოდენობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად განისაზღვრა“, – ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.