შრომის ინსპექციამ მიმდინარე წელს სამშენებლო სექტორში 1176 ინსპექტირება ჩაატარა, სამუშაო პროცესი შეუჩერდა 218 ობიექტს, გაფრთხილება მიეცა 295-ს
შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს სამშენებლო სექტორში 1176 ინსპექტირება ჩატარდა.
უწყების მონაცემებით, მათგან სამუშაო პროცესი შეუჩერდა 218 სამშენებლო ობიექტს, ხოლო გაფრთხილება მიეცა 295 ობიექტს.
„სამშენებლო სექტორი წარმოადგენს მაღალი რისკის სფეროს. შესაბამისად, უწყების მიერ პერმანენტულ რეჟიმში ხდება ობიექტების შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ თითოეული დარღვევისთვის შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან გაიცა შესაბამისი სანქცია.