შრი-ლანკის მთავრობა - თავდამსხმელებს საერთაშორისო ტერორისტული ქსელი დაეხმარა
შრი-ლანკის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქებების ორგანიზატორებს და შემსრულებლებს საერთაშორისო ტერორისტული ქსელი დაეხმარა. ამის შესახებ შრი-ლანკის მთავრობის პრესსპიკერმა რაჯითა სენარატნემ განაცხადა. მისივე თქმით, თავდასხმების ჩამდენი ადგილობრივი ჯგუფი „ჯამაათ ალ-ტაუჰიდ ალ-ვატანია“.
„საერთაშორისო ქსელის დახმარების გარეშე, თავდამსხმელები წარმატებას ვერ მიაღწევდნენ“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაზე თავდასხმების სერიას ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 500 დაიჭრა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, რვა აფეთქებიდან უმეტესობა თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.