შრი-ლანკაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა შესახებ დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდა
შრი-ლანკაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილია 253 ადამიანი. მანამდე 359 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
სამინისტროს ინფორმაცით, მსხვერპლის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის იყო სირთულე ამოცნობის პროცესში.
ტერაქტების სერია შრი-ლანკაზე 21 აპრილს განხორციელდა. დაღუპულია 253, ხოლო დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხიმსგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შრი-ლანკის პოლიციამ ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილების სურათები გამოაქვეყნა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმებთან დაკავშირებით დაკავებულ 70-ზე მეტ ეჭვმიტანილს შორის ხუთი ქალია.