შრი-ლანკაზე ტერაქტებში ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერიც მონაწილეობდა – ამის შესახებ შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
რუვენ ვიჯევარდენას თქმით, ცხრა თვითმკვლელ ტერორისტს შორის ერთი ქალი იყო. შრი-ლანკის სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ თავდამსხმელები კარგად გაწვრთნილები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ბრიტანეთში და ავსტრალიაში სწავლობდა.
ცხრა თავდამსხმელიდან შრი-ლანკის ძალოვანმა უწყებებმა რვა ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხეს. თავდასხმებთან დაკავშირებით 60 ადამიანია დაკავებული. სატელევიზიო მიმართვაში, ქვეყნის პრეზიდენტმა მაითრიფალა სირისენამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სრული რესტრუქტურიზაცია მოხდება.