შრი-ლანკაზე მოწყობილ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
შრი-ლანკაზე მოწყობილ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. თუმცა, სააგენტოს ცნობით, ტერორისტულ დაჯგუფებას შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
შრი-ლანკაში 21 აპრილს მოწყობილი აფეთქებების შედეგად 321 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავდა.