შრი-ლანკაზე გასულ ღამეს, პოლიციის რეიდის დროს 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია. გარდაცვლილებს შორის ასევე არიან სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტებიც. ასევე, დაშავებულია ერთი მცირეწლოვანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით უახლოეს სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
26 აპრილს, საღამოს საათებში კუნძულოვანი სახელმწიფოს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბატიკალოაში რეიდის დროს სამი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებსა და სავარაუდო რადიკალებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
სამართალდამცველების ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში ტერორისტების საწყობი იყო. შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ ბომბების დასამზადებელი მოწყობილობები ამოიღო.
ტერაქტების სერია შრი-ლანკაზე 21 აპრილს განხორციელდა. აფეთქებების შედეგად, 253 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი, დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტების სერიის შემდეგ შრი-ლანკაზე უკვე დააკავეს 76 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან სირიიდან და ეგვიპტიდან ჩასული პირები.