ბუდისტ და მუსლიმ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გამო შრი ლანკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ქალაქ კანდიში ხელისუფლებამ ე.წ. „კომენდანტის საათი“ დააწესა. მიზეზი კი ბუდისტი მამაკაცის მკვლელობა და მუსლიმური ბიზნესობიექტების დაწვა გახდა.
უფლებადამცველების ნაწილი ძალადობის პროვოცირებაში ადგილობრივ ბუდისტურ ნაციონალისტურ ორგანიზაციებს ადანაშაულებს.
ბუდისტური ორგანიზაციები კი ამტკიცებენ, რომ მუსლიმები მოსახლეობას ისლამის მიღებას აიძულებენ და ბუდისტების არქეოლოგიურ ადგილებს აზიანებენ. შრი ლანკის მოსახლეობის 75% ბუდისტია, 10% მუსლიმი, 13% კი ინდუიზმის მიმდევარია.