ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ამოქმედდება და ორშაბათამდე იქნება ძალაში. მანამდე, შრი ლანკას მთავრობამ გადადო აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.
შრი ლანკას პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს შემდეგი შვიდი დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ.
შრი ლანკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო სამ დღეში გაორმაგდა. ამჟამად კუნძულოვან სახელმწიფოში ვირუსის დიაგნოზი 66 პაციენტს დაუსვეს. მონიტორინგი უტარდება 230 ადამიანს.