შრი-ლანკაზე მორიგი აფეთქების ხმა გაისმა. თუმცა ამჯერად ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი გაუვნებელყოფის დროს ამოქმედდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
შვიდი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ კვირას შრი-ლანკაზე განხორციელებულ თავდასხმების სერიას 290-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 500-ს აჭარბებს.
სამართალდამცველთა განცხადებით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა პოლიცია ეჭვობს, რომ ტერაქტებზე საერთაშორისო ტერორისტული ქსელები არიან ჩართული.