შპს „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, შპს „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის.

როგორც საქართველოს პირველს არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ღია ცეცხლია შენობის მეორე სართულზე, სადაც საწყობია განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 20-მდე სამაშველო ბრიგადა მუშაობს.