შპს „მაქს ექსპრესს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მაქს ექსპრესს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, შპს „მაქს ექსპრესის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; შპს „მაქს ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; შპს „მაქს ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
„ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.