„შპიგელი“ - ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, მიშელ ობამას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნას
ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა და მის ნაცვლად პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეუღლემ, მიშელ ობამა იყაროს კენჭი, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, დემოკრატიულ პარტიაში განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ბაიდენმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ 2024 წლის აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გამოაცხადოს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის პოტენციური შემცვლელების სიაში უკვე შეიყვანეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა.
„ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს მოსწონს“, – წერს „შპიგელი“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბაიდენმა, შესაძლოა, უარი თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი ასაკია.