„შპიგელი“ - ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის
„შპიგელი“ - ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის, – ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად ინდოეთის პორტებში რუსული ნავთობით დატვირთული, სულ მცირე, ორი ტანკერი შედის, რაც თვეში 70 ტანკერია.

„შპიგელი“ წერს, რომ ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მდებარეობს, სადაც რუსული ნავთობის ბენზინად და ნავთობად გადამუშავება ხდება და შემდეგ ევროპაში შედის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ინდოეთმა ევროკავშირში საუდის არაბეთზე მეტი საწვავი შეიტანა.

ინდოეთში „ვადინარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თითქმის 50 პროცენტი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ საკუთრებაშია.