შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა დღეს იპოვეს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 23 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.