თემურ მღებრიშვილი - დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი აღმოჩნდა და ამჟამად თბილისში იმყოფება
შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი აღმოჩნდა და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი თბილისში იმყოფება.
„ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. დეტალები ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, თუმცა ადამიანი იყო დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ სიიდან. ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელად არის. აღმოაჩინა პოლიციამ ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად თბილისში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.