შოვში, სტიქიის ადგილზე საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
პაპუნა მარგველიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს არა მარტო ჩვენს კუთხეს, არამედ მთლიანად საქართველოს. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს. დღეის მდგომარეობით, 33 დაკარგულიდან 32 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი და კვლავ გრძელდება ერთი დაკარგული პატარა ბიჭუნას საძიებო სამუშაოები. კვლავ ჩართულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. რჩება ასევე ადგილზე კინოლოგთა ჯგუფიც. სტიქიის ზონაში ჩამოსული იყვნენ ხელისუფლების პირველი პირები“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.