შოტლანდიაში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ქალებს ჰიგიენურ საშუალებებს უფასოდ დაურიგებენ
შოტლანდიის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ქალებს ჰიგიენურ საშუალებებს, ტამპონებსა და საფენებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეებსა და აფთიაქებში უფასოდ დაურიგებენ.
კანონპორექტის ავტორი შოტლანდიელი პარლამენტარი მონიკა ლენონია.
„ეს არ არის ფუფუნების საგნები. ეს ნივთები ქალებისთვის აუცილებელია და შოტლანდიაში არც ერთი ქალი არ უნდა იყოს მოკლებული ამ საშუალებებს“, – განაცხადა მონიკა ლენონმა.
თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, შოტლანდია გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ქალებს ჰიგიენურ საშუალებებს უფასოდ დაურიგებს.