შოტლანდიამ რუსეთი დაამარცხა და იაპონიასთან გადამწყვეტი მატჩი ელის | იაპონია 2019
შოტლანდიამ რუსეთი დაამარცხა და იაპონიასთან გადამწყვეტი მატჩი ელის | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდიარე რაგბის მსოფლიო თასზე შოტლანდიის ნაკრებმა რუსეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის მასპინძელთა ეროვნული გუნდის დამარცხებაც მოუწევს.

მატჩი სკოტებსა და რუსებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშზეც აისახა – 61-0.

ამ მოგებით შოტლანდიას 10 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ევროპელებს მასპინძელ იაპონიის დამარცხებაც მოუწევთ, რათა მომდევნო ეტაპზე თამაში შეძლონ.

მატჩი შოტლანდიასა და იაპონიას შორის 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემს.