შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე, მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო ხიდზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება. დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.