შოთა რეხვიაშვილი - რუსთავის საკრებულოს ინფიცირებულ წევრთან კავშირში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია
ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვსის რუსთავის საკრებულოს ინფიცირებულ წევრთან დაკავშირებული ყველა კონტაქტი მკაცრ თვითიზოლაციაშია.
როგორც რეხვიაშვილმა გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა, იდენტიფიცრებულია ინფიცირებულ პირთან კავშირში მყოფი დაახლოებით 50 პირი.
„როდესაც დავინახეთ რისკი დადასტურების და როდესაც დაიწყო აღნიშნული ოჯახის წევრების მასალის შესწავლა, ჩვენ არ დაგვიკარგავს დრო, რუსთავის თვითმმართველობა ყველა მიმართულებით გააქტიურდა და უზრუნველყოფილი იქნა მჭიდრო კავშირების იდენტიფიცირება ძალიან შემჭიდროებულ ვადაში. ეს არის დაახლოებით 50 ადამიანი, რომლებიც ახლაც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ძალიან მკაცრ იზოლაციაში. გაკონტროლებულია მათი რეჟიმი და ისინი გადაადგილების შეზღუდვით არიან საკუთარ ოჯახებში, სადაც ასეთი შესაძლებლობაა და სადაც შესაბამისი გარემოა. სადაც არ არის ასეთი გარემო და ვიცით კავშირები, იქ არის საკარანტინო სივრცე, სადაც დამატებით არიან გადაყვანილები და იქ კონტროლდება კავშირის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. არამარტო მჭიდრო კავშირები, ჩვენ გარე კავშირებთან დაკავშირებითაც გვაქვს მიღებული ზომები, ამ მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს პოლიციის დანაყოფებს, მათი მეშვეობით ამოღებული იქნა სათვალთვალო ვიდეო კამერებიდან ჩანაწერები, რაც ინფორმაციულად გვაქვს დადასტურება კავშირებთან დაკავშირებით. ამას ემატება ვიდეო ფაქტები მანქანის გადაადგილების, ოჯახის წევრების გადაადგილების, რომ გარე კავშირებზეც ვიყოთ აქტიურები“, – განახადა შოთა რეხვიაშვილმა.
რაც შეეხება ინფიცირებული დეპუტატის ოჯახის წევრებს, მისი თქმით, ჯერ არ აქვს დაადსტურებული პასუხი, არიან თუ არა ისინიც ინფიცირებულები.
„ამ წუთამდე საკრებულოს წევრის მეუღლესთან და შვილებთან დაკავშირებული დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს. არაფერი არ დადასტურებულა“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, იდენტიცირებულია ყველა კონტაქტი, ვისთანაც საკრებულოს წევრ არაპირდაპირი კავშირი შეიძლება ჰქონოდა.
„იყო კომპანია მაგთის წარმომადგენლებთან კავშირი, იყო სავაჭრო ქსელთან კავშირი, და სააფთიაქო ქსელთან კავშირი. იდენტიფიცირებულია ყველა ვისთანაც არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. ამ წუთისათვის, ისინი ვინც თვითიზოლაციაში თუ გარე კავშირებიდან არიან, გაფრთხილებულნი არიან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთისათვის მათთან არავისთან დაავადების სიმპტომი არ აღინიშნება და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას. ვისთანაც ჯერ ეს საჭიროება არ არის, ისინი არიან გაფრთხილებული, რომ კიდევ უფრო მეტად ყურადღებით იყვნენ და მიაქციონ ყურადღება სიმპტომებს“, – განაცახდა რეხვიაშვილმა.