შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლში კორონავირუსის რვა შემთხვევიდან ხუთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია
შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლში კორონავირუსის რვა შემთხვევიდან ხუთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის რვა შემთხვევიდან ხუთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან მოხდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დახმარება.

„ქვემო ქართლში დაგვემატა რვა ფაქტი. მათ შორის, ხუთი არის სამედიცინო სფეროდან. სერიოზული პრობლემა შეგვექმნა სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან, თუმცა მიღებულია ზომები და იქნება კომპენსირებული მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან შევსებულია ის რაოდენობა, რაც გადაუდებლად აუცილებელია. ამ ხუთში არის სასწრაფოს მძღოლი, ექთანი და ექიმები. დანარჩენი სამი არის სოფელ სავანეთის მკვიდრი. პირველადი წყარო ცალსახად დადასტურებული არ არის, თუმცა იმ გავრცელების არეალში ყველა ზომაა მიღებული, რომ იზოლაცია იყოს განხორციელებული. 280 კონტაქტზეა საუბარი და მოძიებული. ითქვა რომ 300-ზე მეტია კონტაქტი, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში და კარანტინში“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.