შოთა რეხვიაშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს 8 994, ბოლნისში კი, 6 393 ადამიანი შემოწმდა, ტემპერატურა მხოლოდ ორს ჰქონდა
მობილური ჯგუფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტემპერატურულ სკრინინგს აგრძელებენ, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს 8 994 ადამიანი შემოწმდა, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 6 393.
„მარნეულში სულ შემოწმებულია 80 788 ადამიანი, ბოლნისში 25 967 ადამიანი, ჯამურად 106 755 ადამიანმა გაიარა ტემპერატურული სკრინინგი.
დღეის მონაცემებით, ორი იყო ტემპერატურით, ერთი არ ჩაითვალა აქტუალურად, რომ დარჩენილიყო ჰოსპიტალში და თვითიზოლაციაშია. ერთი კი, „ჯეო ჰოსპიტალში“ დაკვირვების ქვეშ არის. ამასთან, ოთხი საველე ჰოსპიტალშია, აუღეს სინჯები და ველოდებით პასუხებს. სიმკაცრემ, სანქციებმა შედეგი გამოიღო და დღეს მკვეთრად დაცლილია ქუჩები“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.