შოთა რეხვიაშვილი - იმედი მაქვს, ბოლნისში შემდგომ დღეებში გავრცელება მინიმალური იქნება, სხვა მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს
იმედი მაქვს, ბოლნისში შემდგომ დღეებში გავრცელება მინიმალური იქნება, სხვა მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ბოლნისში არა მარტო მთლიანად მუნიციპალიტეტია საკარანტინო სივრცეში, არამედ თითქმის, ყველა თემი და სოფელი ერთმანეთისგან იზოლირებულია, რაც შედეგებს ნამდვილად გვაძლევს. იმედი მაქვს, ბოლნისში შემდგომ დღეებში გავრცელება მინიმალური იქნება, რადგან ამისთვის ყველა ზომაა მიღებული და მოსახლეობის გადაადგილება იმდენად არის შეზღუდული, რომ სხვა მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, შემთხვევების მატება, რაც ბოლნისშია, აბსოლუტურად ცნობილია და დაავადება რომელიმე უცნობი წყაროდან არ გავრცელებულა.