შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს
შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 დადასტურებული ფაქტია და მათი უმრავლესობა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების კლასტერიდან არიან. 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს სამწუხაროდ დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდა. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის ძირითადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების კლასტერიდან ოჯახის წევრები და არამარტო. ასევე არის ერთი დადასტურებული ფაქტი ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ექთნის, რომელიც 10 დღის პერიოდში იყო დაკვირვების ქვეშ, თუმცა ბოლო კვლევით დაუდასტურდა „კოვიდ-19“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად ზომები გამკაცრდება.

„შესაბამისად ვიღებთ ზომებს და ბუნებრივია, ეს ზომები არის გამკაცრების.  მთლიანად რეგიონში არის უკვე 70 ფაქტი, გამოჯანმრთელების ცხრა შემთხვევა და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვალება“, – განაცხადა გუბერნატორმა.