შოთა ხაბარელი - სახალხო შეკრების შემდეგ მდიდარი „ენჯეოები“ აგონიაში ჩავარდნენ და რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდნენ
სახალხო შეკრების შემდეგ მდიდარი „ენჯეოები“ აგონიაში ჩავარდნენ და რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე დატრენინგებული ახალგაზრდები გამოვიდნენ.
„ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომლებიც დატრენინგებულები იყვნენ. საზოგადოებამ კარგად ნახა, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას გმირ პოლიციელებს, როგორ გადადიოდნენ შეტევაზე. ეს ზუსტად იმის გამოძახილია, რომ „ენჯეოები“ აგონიაში არიან. მოსახლეობის 95% კანონპროექტს მხარს უჭერს. გუშინდელ აქციაზე კი იყო „ნაცმოძრაობის“ სამი ათასამდე აქტივისტი და საზოგადოებამ ნახა, ვისთან გვაქვს საქმე და რა ხელწერა აქვთ“, – აღნიშნა ხაბარელმა.