შოთა ხაბარელი - გუშინდელი დღე იყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა, მთელი ერი გაერთიანდა, საქართველოში სპორტს დიდი ყურადღება ექცევა
გუშინდელი დღე იყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა, სპორტს დიდი ძალა აქვს. ეს ის ძალაა, რომელიც ქვეყანას აერთიანებს, – ამის შესახებ დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა.
როგორც ხაბარელმა აღნიშნა, საქართველოში სპორტს დიდი ყურადღება ექცევა.
„ქართველმა ფეხბურთელებმა თქვეს – ჩვენ აქ ვართ, საქართველო და ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ნებისმიერ გუნდთან, ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს. გუშინდელი დღე იყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა, მთელი ერი გაერთიანდა. სპორტს დიდი ძალა აქვს. ეს ის ძალაა, რომელიც ქვეყანას აერთიანებს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ კონსტრუქციულები ვიქნებით, ქვეყანა უფრო წინ წავა და ყოველთვის გაიმარჯვებს. გუშინ დავინახეთ გაერთიანებული საქართველო. საქართველოში სპორტს დიდი ყურადღება ექცევა, პრიორიტეტია სპორტი, განათლება, კულტურა, ეს თქვა პრემიერმა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანა უფრო მეტად ცნობადი იყოს მსოფლიოს მასშტაბით“, – განუცხადა შოთა ხაბარელმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.