შოთა ცანავა - გაჩნდა შანსი, რომ ეპიდემიამ საქართველოში ნაკლები დანაკარგით გადაიაროს
შანსი გაჩნდა, რომ ეპიდემიამ საქართველოში ნაკლები დანაკარგით გადაიაროს, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
როგორც ლუგარის ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, ეპიდემია აუცილებლად გადაივლის, მაგრამ რის ხარჯზე, რა დანაკარგებით, რა შენაძენით, ამას სპეციალისტები განსაზღვრავენ.
„ეს შანსი გაჩნდა, რომ ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. რაც შეეხება საკითხსმ ეპიდემიამ გადაიარა თუ არა, ახლა პიკზე ვართ თუ არა და ა.შ, ეს პროფესიული საკითხებია. ამას ჩვენ – ეპიდემიოლოგები, ექიმები განვსაზღვრავთ და გეტყვით. საზოგადოებას არ ვუმალავთ ჩვენ არც ერთ ნაბიჯ. ეპიდემიამ უნდა გადაიაროს, სხვა გზა არ არის, უნდა გადაიაროს, მაგრამ რის ხარჯზე, რა ხარჯზე, რა დანაკარგებით, რა შენაძენით, ამას განვსაზღვრავთ“,- განაცხადა ცანავამ.