შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ დატოვა - ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა #1TVSPORT
შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ დატოვა - ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერშიფის მე-11 ტურში „ლუთონ თაუნთან“ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე „ჰალ სიტის“ და შოთა არველაძის გზები გაიყო. ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ჰალ სიტი“ ადასტურებს, რომ დავშორდით მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს. იგი მთავარი მწვრთნელის პოსტზე იანვარში დაინიშნა. ლიგაში მე-19 ადგილი დაიკავა და „ვეფხვებს“ ჩემპიონშიფში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კლუბს მენეჯერის თანაშემწე პიტერ ვან დერ ვენიც დატოვებს. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე არველაძის მოვალეობას ენდი დოუსონი შეასრულებს. კლუბში ყველა მადლობას უხადის შოთას გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, – წერია „ჰალ სიტის“ განცხადებაში.

„სანაკრებო შესვენების დროს შოთასთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ გუნდში არსებული ვითარება და კლუბის მომავალი. ამ შეხვედრების დროს გაირკვა, რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაშორება. შოთა გუნდს მადლიერებით, დიდი პატივისცემით და მომავალში თბილი სურვილებით ტოვებს. ჩვენი აქცენტი ახლა ენდის და მთელი გუნდის მხარდაჭერაზეა. ვეძებთ საუკეთესო კანდიდატს, რომელიც კლუბს წინ წაიყვანს“, – განაცხადა „ჰალ სიტის“ პრეზიდენტმა აკუნ ილიჯალიმ.

10 ტურის შემდეგ „ჰალს“ 11 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზეა.