25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავენ ბათუმში მცხოვრები კათოლიკეები და პროტესტანტები.
საზეიმო წირვას ბათუმის კათოლიკური ტაძრის მრევლი არა უშუალოდ ტაძარში, არამედ სასტუმრო „ლეოგრანდთან“ ესწრება. დაღუპულთა ხსოვნას კათოლიკეებმა პატივი ამ ფორმით მიაგეს.
პროტესტანტები კი შობას ბათუმის სამების სახელობის პროტესტანტულ ტაძარში ხვდებიან. ეკლესია 1995 წელს ამოქმედდა. შობა ეკლესიაში წლის ყველაზე ხალხმრავალი დღესასწაულია.