„შმაქსის“ მძღოლები და პარტია „გირჩის“ წევრები თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: „შეწყდეს „შმაქსებზე“ ნადირობა; გაუქმდეს მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმები და გაუქმდეს ტაქსების რეფორმა“.
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პატრულმა რამდენიმე დღეა, „შმაქსისტებზე ნადირობა“ დაიწყო.
ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საგანმანათლებლოა, საპატრულო პოლიცია მძღოლებს ჯარიმებს მაინც უწერს.
აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც მოთხოვნების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთებენ განცხადებას.