შალვა ნათელაშვილი - ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, რათა ამ კონტინენტს მიეღო დემოკრატიული წყობილება, ამას მიაღწიეს, ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ
შალვა ნათელაშვილი - ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, რათა ამ კონტინენტს მიეღო დემოკრატიული წყობილება, ამას მიაღწიეს, ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს. ნათელაშვილის თქმით, მისი პოზიცია იგივეა – უნდა ჩატარდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნები და საზოგადოებამ მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა.

ნათელაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპათიები ოპოზიციის მხარესაა.

„როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა გამოტანა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, გარკვეული წლების შემდეგ, ეს ცნობილი გახდება, ყველაფერი უცნობი კარგად ნაცნობი გახლავთ. ჩვენი პოზიცია არის ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელის მოწერის დროს – პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ახალი დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა. არ შეიძლება, მოკავშირეებმა დაიკავონ სხვა პოზიცია, გარდა იმისა, რომ მოგვიწოდონ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. აბა, სხვანაირად პარტნიორები შუამავლები აღარ გამოვლენ.

ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება იმისთვის, რომ ამ კონტინენტს მიეღო სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება და ისეთი არჩევნები, რომელსაც იმსახურებდა. ამას მიაღწიეს. ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპათიები ჩვენ მხარეს უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.