შინდისის გზაზე, დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამასთან, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, სადაც ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას ავტომობილში გარდაიცვალა.
შინდისის გზაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდები ბიძაშვილები იყვნენ.