შინაური ცხოველების ვაქცინაცია - ფოტოამბავი
შინაური ცხოველების ვაქცინაცია - ფოტოამბავი

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია უტარდებათ.

ვაქცინაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ატარებენ.

ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

ცხოველების ვაქცინაციასთან ერთად, ვაკის პარკში კატების გაჩუქების აქციაც მიმდინარეობს.