საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეკრებილებმა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს.
მათი თქმით, საგამოძიებო უწყება აქციის მონაწილეებს არსერიოზული მიზეზით აკავებს.
„ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სრულ აგონიაში, რადგან მოიგონეს სრულიად უმსგავსო და არასერიოზილი მიზეზი და აქტივისტები შეშის გამო დაიჭირეს. ჩვენი სლოგანია, რომ შეშა კრიმინალი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უმსგავსო და არსერიოზული საქციელია“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა ტიტე გედენიძე.